ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ ელექტროინჟინერიისა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ ტექნიკურ მომსახურებას
ჩვენი საქმიანობა მოიცავს ელექტროობის მიმართულებით პრაქტიკულად ყველა ტიპის სამუშაოს, მათ შორის:
შიდა და გარე ელექტრო ქსელების მოწყობა (0.4kV / 6-10-35kV)
ტრანსფორმატორული ქვესადგურების პროექტირება და მონტაჟი
დამცავი და გამანაწილებელი ფარების (MDB, SMDB) აწყობა
რელეური დაცვისა და ავტომატიკის (Protection & Control) სისტემები
SCADA სისტემების დანერგვა და მონიტორინგი
ინდუსტრიული ავტომატიზაცია (PLC, VFD, სენსორები)
მზის სადგურების (PV) სრული ციკლი — დიზაინი, მონტაჟი, ინვერტორების ინტეგრაცია
ჰიდროელექტროსადგურების (ჰესი) ელექტრული ნაწილის მოწყობა
ენერგოეფექტურობის ანალიზი და ოპტიმიზაცია
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილ ინჟინრებითა და ტექნიკური სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული პროექტის შესრულებას მაღალი ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენთვის პრიორიტეტულია სანდოობა, უსაფრთხოება და ეფექტურობა. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვთავაზობთ ოპტიმალურ ტექნიკურ გადაწყვეტებს, რომლებიც მაქსიმალურად ამცირებს დანახარჯებს და ზრდის სისტემის გამართულობას.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი, საიმედო და მდგრადი ენერგოსისტემები — მცირე ობიექტებიდან დაწყებული, დიდი ინდუსტრიული პროექტებით დასრულებული.
პროექტები
ბუქსი ჰესის ტექნიკური მომსახურება
მზის ელექტროსადგური
წყლის დონმზომები
სიხშირული ინვერტორები